19 მაისი 2024,   21:02
ვრცლად
საბერძნეთში ძლიერი ხანძრის გამო ექვსი სოფელი და ორი მონასტერია ევაკუირებული

ძლიერი ხანძარია საბერძნეთში. სტიქია კორინთოს ყურეში მძვინვარებს. ძლიერი ხანძრის გამო ექვსი სოფელი და ორი მონასტერია ევაკუირებული.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე, 60-ზე მეტი სახანძრო მანქანა და 17 თვითმფრინავი. სამაშველო სამსახურის განცხადებით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები