20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ბათუმში ბულგარეთის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟი ზღვის დაბინძურების გამო დააჯარიმეს

მესაზღვრეებმა და გარემოს დამცველებმა ბულგარეთის დროშით მცურავი გემის მიერ ბათუმის ნავსადგურის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვის სამსახურის ცნობით, გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა.

სამართალდამრღვევის მიმართ გატარდა საჯარიმო სანქციები - გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის ოდენობით. გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები ჯარიმის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ დატოვა.

დღის ამბები