19 მაისი 2024,   16:22
ვრცლად
გაცნობის აპლიკაციები ვაქცინირებულებს პრემიუმ პაკეტს უფასოდ შესთავაზებენ

პოპულარულმა გაცნობის აპლიკაციებმა ზოგიერთ ქვეყანაში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ხელის შეწყობის მიზნით ახალი ფუნქციების დანერგვა გადაწყვიტეს.

Tinder, OKCupid, Hinge და სხვები აცხადებენ, რომ მომხმარებლებს შესთავაზებენ სამკერდე ნიშანს, რომელიც  ვაქცინაციის სტატუსს აჩვენებს. ამასთან, უზრუნველყოფენ პრემიუმ კონტენტზე წვდომას მათთვის, ვინც ვაქცინირებულია.

აპლიკაციაში, ასევე, გამოყენებული იქნება ფილტრები, რათა ადამიანებმა შეძლონ გარჩევა, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ არა. ამასთან, აპლიკაციები აქტიურად დაარეკლამებენ საიტს vaccines.gov, რათა ვაქცინაციის მსურველებმა  პუნქტები ვაქცინაციისთვის იოლად იპოვონ. 

წყარო: nbcnews

დღის ამბები