ხმაური იყო თბილისში, თუმანიშვილის ქუჩის 14 ნომერში. ადგილობრივების განცხადებით სახლი, რომელშიც 12 ოჯახი ცხოვრობს ავარიულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს.
მოსახლეობამ საყრდენი კედლის გამაგრების მოთხოვნით გზა გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
თუმანიშვილის ქუჩაზე კრწანისის გაგებელი გიორგი კოპალეიშვილიც იმყოფებოდა. ის ახალი საცხოვრებლის აშენებამდე დაზარალებულ ოჯახებს ქირით გადაიყვანას დაპირდა. როგორც კოპალეიშვილი ამბობს საშუალოდ სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში ქირას 300 ლარის ოდენობით გამოყოფს.