19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ  მოედანზე, მინიმუმ, ხვალ დღის 12 საათამდე დარჩებიან. 

შეგახსენებთ, რომ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა დედაქალაქის პარალიზება დააანონსა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოთხოვნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და "ენკა" შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

დღის ამბები