03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"აეროფლოტის" პირველი რეისით ასმა ადამიანმა იმგზავრა

ავიაკომპანია “აეროფლოტმა“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გვიან ღამით თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისი შეასრულა. რუსული ავია-გიგანტი ყოველდღიურ რეჟიმში იფრენს.

პირველ რეისზე „აეროფლოტის“ თვითმფრინავით მოსკოვში თბილისიდან ასი მგზავრი ჩავიდა. ფრენების განახლების აღსანიშნავად, ავიაკომპანიამ პრეზენტაციაც გამართა. ღონისძიება აეროპორტში მოეწყო.

„აეროფლოტის“ განკარგულებაში 153 ავიალაინერია და ის რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 52 ქვეყანაში 121 მიმართულებით ასრულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები