რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან 500-მდე თანამშრომლის დათხოვნა იგეგმება - ეს განცხადება ქარხნის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა.
მიზეზად გლობალური ეკონომიკის ფაქტორები, ლითონის ფასის შემცირება და კომპანიის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესები სახელდება. თებერვალში ქარხნიდან უკვე დაითხოვეს 300-მდე თანამშრომელი.