03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
სუპერთასის ბილეთები ხვალ დილის 9 საათიდან biletebi.ge-ზე გაიყიდება

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილიდან დაიწყება. განცახდება რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის ფედერაციაში გაკეთდა. არსებული ინფორმაციით ბილეთებს კვლავ ქართული ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ი გაყიდის. 

UEFA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მატჩზე დასასწრები 24 ათასი ბილეთი ქართველ გულშემატკივარზე გაიყიდება. 

ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე რიგითობის მიხედვით მოხდება, ყველა მომხმარებელს თავისი რიგის ნომერი მიენიჭება, საიტზე შესვლის შემდეგ კი თითოეულ მომხმარებელს 10 წუთი ექნება დრო ბილეთების შესაძენად. 

არსებული ინფორმაციით ერთ მომხმარებელზე 4 ბილეთის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. 

სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა საზღვარგარეთ 1 ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ანალოგიური პრინციპით მათაც biletebi.ge-ზე შეეძლებათ. 

ფეხბურთის ფედერაციაშიც და ქართული ინტერნეტ მაღაზიაშიც აცახდებენ, რომ ვებგვერდის კარგად მუშაობისთვის დამონტაჟებულია დამატებითი ტექნიკა და ვარაუდობენ, რომ პრობლემები არ იქნება. თუმცა biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორი 100 პროცენტიან გარანტიას ვერ იძლევა, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესში პრობლემები არ იქნება.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები