ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც შს სამინისტროდან "რუსთავი 2"-ს აცნობეს დაკავებული 27 წლის მამაკაცია. დაკავებული უკვე დაიკითხა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ავლაბარში წურწუმიას 27 ნომერში მდებარე სასურსათო მაღაზია გვიან ღამით გაძარცვეს. წაღებულია ალკოლჰოლური სასმელები და დიდი რაოდენობით სიგარეტი, დაახლოებით, 2 ათასი ლარის ღირებულების.
ძარცვის შედეგად ჩამტვრეულია შესასველი კარის შუშა, საიდანაც დამნაშავეებმა შენობაში შეაღწიეს. მომხდარზე ამ წუთებში რამდენიმე თანამშრომელი იკითხება.