12 მაისი 2024,   18:11
ვრცლად
"ეს იყო უკანასკნელი წუთები, როდესაც ჩემი ძმა ცოცხალი ვნახეთ" - 6 წლის ბავშვის სიცოცხლე კალიფორნიაში გზაზე მომხდარ კონფლიქტს შეეწირა

კალიფორნიაში საგზაო არეულობის დროს 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დედას მანქანით მცირეწლოვანი შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდა, რა დროსაც მას მეორე ავტომობილმა გზა მოუჭრა და პარალელურად გაისმა გასროლის ხმაც.

დამნაშავე არ შეჩერებულა და გზა სწრაფი სვლით განაგრძო, ბრმად ნასროლი ტყვია კი ბავშვს მოხვდა.

"დედა, მუცელი მტკივა" - ეს ის ბოლო სიტყვებია, რომელიც შვილმა, აიდენ ლეომ დედას უთხრა.

გარდაცვლილის 15 წლის და ამ ყველაფრის თვითმხილველია, რომელმაც საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა:

"როდესაც გასროლის ხმა გავიგეთ, დედამ მანქანა მაშინვე გააჩერა, გადმოვედით და ვნახეთ რომ აიდენი სისხლისგან იცლებოდა. სისხლი ყველგან იყო. ეს იყო უკანასკნელი წუთები, როდესაც ჩემი ძმა ცოცხალი ვნახეთ, ძალიან გთხოვთ, იპოვოთ და დასაჯოთ მკვლელი."

ასევე ემოციური კომენტარი გააკეთა დაღუპული მცირეწლოვანის დედამ, ალექსის კლუნანმა:

"მათ ჩემი შვილის სიცოცხლე წამართვეს, ის ჩემთვის სამყაროს ნიშნავდა. წარმოდგენა არ მქონდა ამხელა ტკივილის განცდა თუ შესაძლებელი იყო."

საქმე უკვე აღიძრა და გამოძიება მიმდინარეობს. ოჯახმა კი, მკვლელის მპოვნელზე 50.000 დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

დღის ამბები