12 მაისი 2024,   16:52
ვრცლად
"ტრანსგენდერის პირველი საცურაო კოსტიუმი" - ელიოტ პეიჯმა ოპერაციის შემდეგ წელზევით შიშველი ფოტო პირველად გამოაქვეყნა

მსახიობმა ელიოტ პეიჯმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა თავისი პირველი ფოტო მას შემდეგ რაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა, რომლის დროს ქალის მკერდიც მოიცილა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

საკუთარი ტრანგენდერობის შესახებ ელიოტმა, რომელსაც ადრე ელენი ერქვა, გასული წლის დეკემბერში განაცხადა.

34-წლის მსახიობმა ადრე თქვა, რომ ოპერაციამ მისი სიცოცხლე იხსნა. აპრილში ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პირველად ცხოვრებაში საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს.

"გამოდიხარ აბაზანიდან წელზე შემოხვეული პირსახოცით, უყურებ საკუთარ თავს სარკეში და ფიქრობ "აი, ეს მე ვარ". და ახლა ასეთ მომენტებში აღარ ვპანიკდები," - აღიარა პეიჯმა.

ინსტაგრამზე მსახიობის პოსტმა ჰეშთეგით #transjoy და #transisbeautiful მილიონობით მოწონება დაიმსახურა. პეიჯის კოლეგა ცნობილმა ადამიანებმა მას მხარდამჭერი კომენტარები დაუწერეს. მათ შორის იყვნენ მაილი საირუსი, ნინა დობრევი, ოპრა უინფრი და სხვები.

პეიჯი, რომელიც ლგბტ თემის უფლებების დასაცავად ხშირად გამოდის, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ოპერაციამ მისის ძალისხმევა ახალი ენერგიით აავსო, რადგან ეს იყო დაუჯერებლად შთამაგონებელი გამოცდილება.

"ამან ჩემი ცხოვრება უბრალოდ კი არ შეცვალა, მე მჯერა, რომ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა და ეს გაიარა ბევრმა სხვა ადამიანმაც. ახლა ტრანსგენდერების უფლებები ჯანდაცვის სისტემაში თავდასხმას განიცდის, მაშინ როცა მათი წვდომა ამ სისტემაზე ისედაც ძალიან შეზღუდულია," - განაცხადა პეიჯმა.

ის გულისხმობდა არკანზასის შტატში მიღებულ კანონს და ამერიკის სასამართლოებში მიმდინარე იურიდიულ ბატალიებს, რის შედეგადაც 18 წლამდე ასაკის ტრანსგენდერებმა შეიძლება დაკარგონ გარკვეულ სამედიცინო პროცედურებზე უფლებები.

ელიოტ პეიჯი ახლა მონაწილეობს Netflix-ის სერიალში Umbrella Academy.

2007 წელს ჯერ კიდევ ელენ პეიჯი ნომინირებული იყო რამდენიმე პრესტიჟულ პრემიაზე, მათ შორის ოსკარზეც, ორსული-არასრულწლოვნის როლის შესრულებისთვის ფილმში Juno.

თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ პეიჯმა 2014 წელს განაცხადა. მიმდინარე წლის თებერვალში კი განქორწინდა ქორეოგრაფ ემა პორტნერთან, რომელზეც 3 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული.

 

დღის ამბები