12 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
ქალის საცვალმა დელფინი მოკლა

ბრაზილიაში სანაპიროზე მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს, რომლის სიკვდილის მიზეზიც ცხოველის ფარფლზე შემოხვეული ქალის საცვალი გახდა. ამის შესახებ Dailymail წერს. აღსანიშნავია, რომ საცვალი იმდენად მჭიდროდ იყო შემოხვეული ფარფლზე, რომ თითქმის ძვლამდე იყო დასული და დელფინს ღია ჭრილობა ჰქონდა.

ვეტერინართა ჯგუფი, რომელმაც ცხოველი გაკვეთა, მიიჩნევს, რომ საცვალი დელფინს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა შემოხვეული და ვარაუდობენ, რომ ის ქსოვილში ჯერ კიდევ მაშინ გაიხლართა, როდესაც პატარა იყო და ამან მისი ცურვისა და ნადირობის უნარი შეზღუდა. დელფინი იყო გამხდარი, ჰქონდა პნევმონია და დიდი რაოდენობით პარაზიტები ყურსა და ფილტვებში.

გაიანური დელფინი (Sotalia guianensis) სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ წყლებში, ასევე ცენტრალური ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს.  ეს  სახეობა გადაშენების პირასაა და მთავარ საფრთხეს მათი ბადეებში ჩახლართვა წარმოადგენს.

გარემოს დამცველების თქმით, ზღვაში გადაგდებული ქსოვილი განსაკუთებით საფრთხეს უქმნის წყლის ბინადრებს. მაშინ, როცა ბუნებრივი ქსოვილების - ისეთი, როგორიცაა ბამბა, აბრეშუმი, სელი, დაშლას წყალში თვეები სჭირდება, სინთეზური ქსოვილის დაშლა, მაგალითად როგორიცაა პოლიესტერი, შესაძლოა 100 წელი გაგრძელდეს.

დღის ამბები