20 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
შსს მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას საძიებო სამუშაოების გამო დაგეგმილ ღონისძიებებზე აფრთხილებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სამინისტრო გაცნობებთ, რომ საძიებო სამუშაოების გამო თბილისში, 30 ივნისს 00:00 სთ-ზე, მტკვრის კალაპოტის დათვალიერების მიზნით, ორთაჭალ-ჰესის წყლის რეზერვის გაშვება იგეგმება. ორთაჭალ-ჰესის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული მოქმედებები მდინარე მტკვრის დონის მცირედით 15-20 სმ-ით აწევას გამოიწვევს ჰესიდან რუსთავი-გარდაბანი-მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით, რაც დაახლოებით 30 ივნისის დილის 07:00 სთ-მდე გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე თევზჭერით არიან დაკავებულნი, დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თევზაობისგან და მდინარეში შესვლისგან თავი შეიკავონ. სამინისტრო ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს."

 
დღის ამბები