20 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
დაუზღვეველი ავტომობილების მფლობელებს სავარუდოდ ზარალი არ აუნაზღაურდებათ

თითქმის დასრულებულია იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა.

სადაზღვევო კომპანიებმა უძრავი და მოძრავი ქონების მეპატრონეებს ზიანის 70 პროცენტი უკვე დაუფარეს.

რაც შეეხება დაუზღვეველი ავტომობილების მფლობელებს, მათი კომპენსაციის საკითხი ამ დრომდე არც მერიაში და არც ცენტრალურ მთავრობაში არ განიხილება.

13 ივნისს დაზიანებული მანაქანების საფასურს მეპატრონეები სავარაუდოდ ვერ მიიღებენ, ასეთი კი სულ 40-მდე მანქანაა.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ზარალის ანაზღაურების აუცილებობაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართონ.

ავტორები: ეკო მაღრაძე, დავით ხურციძე. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები