რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან - ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით დეპუტატები კახა კუჭავასთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. კანონმდებლები პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.
სწორედ დღევანდელი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს, გავა თუ არა ამნისტიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
"ეს ალბათ ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იქნება, რომ მოხდეს შეჯერება საერთო ერთიან კანონზე იმიტომ, რომ პრინციპში ევროკავშირის დოკუმენტი სწორედ ამ სულისკვეთებას ითვალისწინებს, რომ ამნისტიის კანონი იყოს ერთიანი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ერთიან კანონზე შეჯერება, მაშინ კენჭი ეყრება ორივე კანონპროექტს და რომელი კანონპროექტიც მიიღებს ხმების უმრავლესობას, ბუნებრივია ის კანონპროექტი გავა შემდგომი განხილვების ეტაპზე," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.