17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
"ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ" - გიორგი ახვლედიანის თქმით, ვარლამ გოლეთიანს თვეზე მეტი ხნის წინ შეხვდა

სააგენტო "კვირას" მიერ გავრცელებულ ფოტოებს, სადაც "რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს გიორგი ხვედელიანს პირისპირ ხვდება, თავად ენმ-ის წევრი გამოეხმაურა.

"კურიერთან" საუბრისას ხვედელიანი აღნიშნულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ საუბარი ნამახვანში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ შედგა. ზოგადად კი, ხვედელიანის თქმით, ის "რიონის ხეობის მცველების" პროტესტს გულშემატკივრობს. 

"ეს ფოტო არის ჩემი იქ ყოფნის დროს გადაღებული. ერთხელ ვარ ნამახვანში ნაყოფი. დაახლოებით 1 თვის, ან ოდნავ მეტის წინ. რატომ გახდა ეს დღეს აქტუალური, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ეს იყო უბრალოდ ჩასვლა და მე არასდროს დამიმალავს, რომ ნამახვანში ნამყოფი ვარ და ის, რომ ამ პროტესტს ვგულშემატკივრობ. მათი მოთხოვნები მგონია სწორი და მართალი. როდესაც აქციაზე მიხვალ და ვიღაცას დაელაპარაკები, სიტყვას გაცვლი ხო?!" - აღნიშნა გიორგი ხვედელიანმა "კურიერთან" საუბრისას.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები