28 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
ეს სახლი 3D პრინტერით არის დაბეჭდილი - ნახეთ ბინის ფოტოები, რომელსაც წყვილი ყოველთვიურად 1400 დოლარად ქირაობს

ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, უკვე შესაძლებელია, ადამიანებმა 3D პრინტერით დაბეჭდილ სახლში იცხოვრონ - სწორედ ამ ტექნოლოგიით აშენებულ სახლში გადავიდა საცხოვრებლად ჰოლანდიელი წყვილი. სახლის ქირის საფასური თვეში 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტია. 

პროექტი მილსტონი ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი არქიტექტორების, ექსპერტების კოლაბორაციაა, რომელმაც უკვე ხუთი ასეთი სახლი შექმნა. ისინი პირველები არიან, ვინც ამ სფეროში ასეთი თამამი ნაბიჯი გადადგა და შეძლეს, 3D პრინტერის გამოყენებით სახლი შეექმნათ.

სახლების "დაბეჭდვის" პროცესი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს. ექსპერტები თითოეულ დეტალს აკვირდებიან და ცდილობენ მათ შემდეგი ბეჭდვისას გამოსწორებას.

ეს გამოგონება საკმაოდ ჭკვიანური და პროდუქტიულია, ვინაიდან საცხოვრებელი ადგილები დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად მცირდება და საბოლოოდ იქმნება "სახლების კრიზისი", ამის გადაჭრის მარტივი მეთოდი კი პრინტერის გამოყენებით კონსტრუქციების შექმნაა.

უკვე დადასტურებულია, რომ ამ მეთოდით სახლის აგება ბევრად მარტივია და მცირე დროშია შესაძლებელი. ასევე, საჭიროა ნაკლები რესურსი, მაგალითად, ბეტონი, უბრალო ხის პროდუქტი და მსგავსი მასალები.


ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები