სამართალდამცველებმა სადეზინფექციო საშუალებების მორიგი ფალსიფიკაციის ფაქტები გამოავლინეს.
ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე ორი კომპანიის ორი ხელმძღვანელის მიმართ აღიძრა. გამოძიების ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს არ შეიცავდა, სოფელ წილკანსა და თბილისში იყიდებოდა.
ექსპერტიზის დასკვნით, პროდუქცია არ აკმაყოფილებდა ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.