თბილისში ძლიერი წვიმაა, რასაც ჭექა-ქუხილი ახლავს თან. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ დიდ დიღომში, "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორია კვლავ დატბორილია, მანქანებსა და ავტობუსებს გადაადგილება უჭირს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, რომ დიდი დიღმიდან არის შესული გარკვეული რაოდენობის შეტყობინებები, ისინი ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას ყველა შეტყობინებაზე და მობილიზებულია ყველა საჭირო სამსახური.