19 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
"100 ადამიანიდან, შესაძლოა, დაახლოებით 10-მდე ორჯერ ვაქცინირებული ისევ დაინფიცირდეს, თუმცა ინფექცია იქნება ძალიან მსუბუქი" - თამარ გაბუნია

კორონავირუსით ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანებიც, თუმცა მათ აქვთ გაცილებით მსუბუქი სიმპტომები. ამის შესახებ განცხადება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია 100%-ით იცავს ინფიცირებულს დაავადების გართულებისა და ლეტალური შემთხვევებისგან.

"ვაქცინა 100%-ით იცავს ლეტალური შემთხვევებისგან და დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. ამდენად, სრულად ვაქცინირებულ პირებში დაავადების განვითარება არ ეწინააღმდეგება ვაქცინის ეფექტურობას, პირიქით, ეს ისედაც წინასწარ ცნობილია, ანუ 100 ადამიანიდან შესაძლოა დაახლოებით 10-მდე ორჯერ ვაქცინირებული ისევ დაინფიცირდეს, თუმცა ინფექცია იქნება ძალიან მსუბუქი და მას არ დასჭირდება არც ჰოსპიტალური მკურნალობა და გართულებებიც იქნება მინიმალური,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები