03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
რუსთავი 2-ზე "ნიჭიერი" იწყება

ყველაზე სახალხო შოუ "ნიჭიერი" იწყება. საქართველოს სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული შოუ რუსთავი 2-ის ეთერში დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. წინა სეზონების მსგავსად, გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს სიურპრიზებით დატვირთულ სანახაობას ჰპირდება.

პროექტში მონაწილეობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი კონკურსანტებიც. მეგაშოუში მონაწილეთა ასაკი შეუზღუდავია. "ნიჭიერის" ახალ სეზონზე მაყურებელი 4-დან 8 წლამდე ასაკის მონაწილეებს იხილავს.

ჟიურის წევრები ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ია ფარულავა და ლევან წულაძე იქნებიან. სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკურსანტი გადავა მომდევნო ტურში.

დღის ამბები