საგადასახადო სფეროში ადმინისტრირების დახვეწა და მეწარმეებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნა-"ახალი პოლიტიკური ცენტრის" ახალი ინიციატივა.
გაერთიანება მმართველ გუნდს პროექტს სთავაზობს, რომელიც გადასახდელის გადამხდელის ქონებისათვის ყადაღის დადების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„ახალი პოლიტიკური ცენტრის“ მიერ მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საგადასახადო სფეროში ადმინისტრირების დახვეწასა და მეწარმე სუბიექტებისთვის გაუმჯობესებული და სამართლიანი გარემოს შექმნას.
დეტალები დღეს ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა.
მისი თქმით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია იმ კონკრეტული ღირებულების ქონებაზე გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები, რა რაოდენობის გადასახადი აქვს ორგანოს და არ დააყადაღოს მთელი მისი ქონება.
„ჩვენი ცვლილება გულისხმობს იმას, რომ თუ დავა არის პირობითად ათას ლარზე, საგადასახდოს ექნება უფლება, რომ დააყადაღოს ან იპოთეკით დატვირთოს მხოლოდ ათასი ლარის ქონება, შესაბამისად დანარჩენი ქონება ბიზნეს განკარგულებაში რჩება,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.