თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შოთა რუსთაველის სახელობის იქნება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
სხდომაზე ამ საკითხს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. სულ საკითხის გატანის დროს რეგისტრაცია 36-მა დეპუტატმა გაიარა.