სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. facebook-ზე უკვე შექმნილია სპეციალური ღონისძიების გვერდი.
არსებული ინფორმაციით, აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან 19:00 საათზეა დანიშნული.
აქციის მონაწილეები ბილეთების გაყიდვის ალტერნატიულ საშუალებას ითხოვენ.
"ვითხოვთ, რომ ბილეთები გაიყიდოს სალაროებში, რადგან ვერ ხერხდება ონლაინგაყიდვების უზრუნველყოფა," - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.