20 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ხარაგაულში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლბემა 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შემთხვევა ხარაგაულში რამდნეიმე დღის წინ მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 
დღის ამბები