ახალი კვლევების თანახმად მამაკაცთა რეპროდუქციული სისტემა ნელ-ნელა ქვეითდება. სპერმის კონცენტრაცია იკლებს და ეს მაჩვენებელი ვარდნას განაგრძობს. კვლევას აშშ-ს რეპროდუქციული ეპიდემიოლოგიის სამედიცინო ჯგუფი აქვეყნებს.
"თუ ჩვენ გადავხედავთ სპერმის კონცენტრაციის სტატისტიკას და ახლანდელ მაჩვენებლებს შევადარებთ 2011 წელს აღებულ ნიმუშებთან, აშკარა ცვლილებას ვნახავთ. მაგრამ მონაცემების ცვლილება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. 2011 წლის ნიმუშებში, აღმოსავლეთ ქვეყნებში აღებულ სინჯებში, კონცენტრაცია იყო 47 მილიონი თითო მილილიტრზე, ხოლო 39 წლის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 99 მილიონი თითო მილილიტრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი წელიწადში 1 პროცენტით მცირდება, რაც საგანგაშოა, ვინაიდან ახლა, 10 წლის შემდეგ, კონცენტრაცია 40-ს ქვემოთ უნდა იყოს. ეს წყვილებისთვის და სამომავლოდ ზოგადად კაცობრიობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, წყვილებს გაუჭირდებათ ბავშვის ყოლა. პროდუქტიულობის ასეთი შემცირება კატასტროფამდე მიგვიყვანს," - აცხადებს რეპროდუქციული ეპიდემიოლოგის ერთ-ერთი მკვლევარი დოქტორი შანა სვანი.
მეცნიერტა განცხადებით, დღესდღეობით, მამაკაცებს სპერმის მარაგის ნახევარი გააჩნიათ, რაც მათ ბაბუებს და წინა თაობს ჰქონდათ. პრობლემა ქალებსაც ეხებათ. კვლევები მოწმობს, რომ დღეისათვის 20 წლის ასაკის ქალთა რეპროდუქციული პროდუქტიულობის თვალსაზრისით ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მათ ბებიებს ჰქონდათ 35 წლის ასაკში.
მკვლევართა განმარტებით, გლობალურ რეპროდუქციულ ვარდნაზე ბევრი გარემო-ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად ცხოვრების სტილი, როგორიცაა თამბაქოს ხშირი მოხმარება, ბევრი ალკოჰოლი, ნაკლები ვარჯიში, არაჯანსაღი კვება და სტრესი.
რეპროდუქტოლოგები ერთ-ერთ მთავარ გარემო-ფაქტორად ქიმიკატებს ასახელებენ, რომლებიც ჩვენს საკვებ პროდუქტებში მრავლადაა. ასევე საფრთხის შემცველია ის ქიმიკატებიც, რომლებიც ჰიგიენის მიზნით გამოიყენებადი პროდუქტები შეიცავს. ეს ყველაფერი ჰორმონებზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.
განსაკუთრებით მავნეა ქიმიკატი - ფტალატი, რომელიც ძლიერ გავლენა ადამიანთა სხეულზე. ამ ნივთიერებას ვხვდებით, როგორც პლასტმასის და ამ ტიპის ნივთებში, ასევე ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში. ფტალატს ანტი-ანდროგენსაც კი უწოდებენ, ის თავისთავად ხელს უშლის ქალის განაყოფიერებას და ასევე უარყოფითად მოქმედებს უკვე ჩასახულ ნაყოფზე.
ავტორი: ბაჩი ტყემალაძე