20 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ზოოპარკის ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა

ზოოპარკის ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა შენობა-ნაგებობები, ვოლიერები, ტერასები.

სპეციალისტების განმარტებით, ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია ჩატარდა, უსაფრთხოა.

„პრევენციის მიზნით, ყოველ შემთხვევაში თავის დაზღვევის მიზნით, რომ რაიმე ინფექციური დაავადება არ გავრცელდეს, ჩავატარეთ ეს დეზინფექცია. არავითარი საშიშროება არ არსებობს ჯერ-ჯერობით, მაგრამ მაინც ჩავატარეთ დეზინფექციის სამუშაოები,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ.

 
დღის ამბები