04 სექტემბერი 2026,   21:56
ვრცლად
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბუნებრივი აირი ჟონავს - უსაფრთხოებისთვის გზას კეტავენ

ბათუმში ერთ-ერთ კორპუსთან გაზის მილი დაზიანდა - შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ქუჩაში ბუნებრივი აირი იფრქვეოდა, ადგილზე Socar Georgia Gas-ის სპეციალური ბრიგადები მუშაობენ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები. შემთხვევის გამო ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვს 500-მდე აბონენტს.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზის მილის დაზიანება მიმდებარედ ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

ამასთან, ადგილზე მობილიზებულია არიან სამართალდამცველები. როგორც ცნობილია, უსაფრთხოებისთვის გზას კეტავენ.

 

დღის ამბები