28 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ნაწილის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ნაწილის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც დაკავებული აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებები ქუჩის პროტესტებისადმი საჭირო არ არის.

დაკითხვის ჩანაწერი პროტასევიჩის დაკავებიდან მეორედ გავრცელდა.

პირველ ჩანაწერში ის აცხადებს, რომ სამართალდამცავები მას კორექტულად და კანონიერად ექცევიან.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი სავარაუდოდ იძულებით მოპოვებულ აღიარებებს დაკავებების გასამართლებლად იყენებს. ამ გზით კი ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერებას ცდილობს.

დღის ამბები