20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ეპიდემიის საფრთხე რესტორან "მატრიოშკაში" - დასუფთავების სამსახურის შეტყობინებებს ურეაგირებოდ ტოვებს

ეპიდემიის საშიშროება დედაქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანშია. მატრიოშკას პირველი სართულიდან, სადაც სამზარეულო მდებარეობდა, შლამის გამოტანა ამ დრომდე არ დაწყებულა. შლამში კი რამდენიმე ათეული კილო ხორცი და თევზის პროდუქტია შერეული.

რესტორნის დირექცია დასუფთავების სამსახურს შესაძლო საფრთხის შესახებ აქამდეც აფრთხილებდა, თუმცა მათი გაფრთხილებები ურეაგირებოდ რჩება.

დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კერძო ობიექტზე შესვლა მხოლოდ გარეპერიმეტრის გაწმენდის შემდეგ მოხდება.

რესტორანმა საკუთარი ზარალის შესახებ, რომელიც 200 ათასს აჭარბებს, განაცხადი მერიაში ერთი კვირის წინ შეიტანა.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

 
დღის ამბები