ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული სიტუაციის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლისთანავე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საკითხის განხილვას მოითხოვს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ნინოწმნდაში არსებული ვითარების შესასწავლად, შესაძლოა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიხსნას.
" ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტი და უდიდესი პასუხისმგებლობა უნდა იყოს ის, რომ პარლამენტში შესვლისთანავე, ნაცვლად იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისა, განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა გუშინ, რომლის სიტყვებსაც ვერ ვიჯერებდი, რომ "გამოძიება მიდის, გამოტანილი არ არის გამოძიების შედეგები რაც მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაული სავარაუდოდ დანაშაული არ იყო მომხდარი." რეალურად, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მიმდინარეობს გამოძიება უმწვავეს სავარაუდო დანაშაულზე, როგორიც არის ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობა და ბავშვის შესაძლო გაუპატიურება, ბატონი პაპუაშვილი გვეუბნება, რადგან გამოძიებას არანაირი დასკვნა არ აქვს, ჩვენ გულზე ხელი უნდა დავიკრიფოთ და პარლამენტში არაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის.
ვფიქრობ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს მოსმენა უპირველსად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც მყისიერად უნდა გადადგას პარლამენტმა და არ გამოვრიცხავ იმასაც, დისკუსია გაიხსნას საგამოძიებო კომისიაზე, იმ პირობებში როდესაც 2016 წლიდან პროკურატურა არაფერს აკეთებს დანაშაული. შესაძლოა ეს იყოს განგრძობადი დანაშაული, რომელიც შესაძლოა 5 წელი ძალადობენ ბავშვებზე,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.