სოფელ საყულიას მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა. ადგილზე იმყოფებიან რიონის ხეობის მცველებიც. საყულიას მოსახლეობის მოთხოვნებია: გაათავისუფლონ ირაკლი მუკბანიანი, შეწყდეს სისხლის სამართლის დევნა იმ პირებზე, რომლებიც მუკბანიანის დაკავების დროს ინციდენტში მონაწილეობდა, ჩავიდეს ადგილზე შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივებს.
აქციის მონაწილეები აპირებენ ავიდნენ სალოცავზე და ფიცი დადონ, რომ ერთმანეთს დაიცავენ, სოფლის კონტროლი დაიწყონ და სპეცრაზმი და პოლიცია არ შეუშვან საყულიაში.
სოფელ საყულიაში იმყიფება მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანიც, რომელიც აცხადებს, რომ ამ სოფლის მოსახლეობა მათი თანამოაზრეები არიან.
"ჩვენ ვანახებთ ხელისუფლებას, თუ რა ძალა აქვს ხალხის გაერთიანებას. ვცდილობთ ვიბრძოლოთ უსამართლობის აღმოსაფხვრელად,"- აცხადებს ვარლამ გოლიათიანი.