ქვემო ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სავარაუდოდ, საუბარია ნარკოდანაშაულზე. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულია 2 ადამიანი.
სპეცოპერაცია გამსახურდიას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქუჩა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიკეტა და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. გაიჩხრიკა როგორც ეჭვმიტანილების საცხოვრებელი სახლები, ისე ავტომობილები.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ქალი ყვება, დაკავებული სოციალურად დაუცველია და მას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს ნარკოდანაშაულთან. ის კატეგორიულად ითხოვს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
"საწყალი ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს, ჩემს სახლში ნამდვილად არ ყოფილა ნარკოტიკი, მას ეს არ ჰქონია. ის ძალიან კარგი ბიჭია, არაფერი იცოდა, მხოლოდ მანქანის ხელოსანია,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.