ხვალიდან თბილისი და დედაქალაქის მიმდებარე რაიონები ციფრულ მაუწყებლობაზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგიური სიგნალი, რაც დღემდე არსებობდა ტელეარხების მისაღებად, გაითიშება. ეტაპობრივად კი ეს პროცესი მთელ საქართველოში გავრცელდება და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.
ამ დროისთვის არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ოჯახი ვერ შეძლებს ხვალიდან ქართული არხების მიღებას.
მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ბაზარზე ამ დროისთვის გასაყიდად 200 ათასამდე საჭირო მოწყობილობაა გატანილი, მაგრამ გაყიდული მხოლოდ 40 ათასია.
სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით ამ დროისთვის 210 ათასი სპეციალური მოწყობილობაა შეძენილი, თუმცა ფოსტიდან ის მხოლოდ დაუცველების მხოლოდ ნახევარმა გაიტანა.
კერძო ტელეკომპანიები პროცესის მოუმზადებლობაზე საუბრობენ.
ავტორი: ანა წერეთელი