150 ათასი გულშემატკივარი ამ დრომდე ელოდება საოცნებო ბილეთის ყიდვას. ინტერნეტში რეალიზაცია დილის 9 საათიდან დაიწყო, თუმცა biletebi.ge-მ 12 საათის განმავლობაში მხოლოდ 2 ათასამდე ბილეთის გაყიდვა მოახერხა.
ფეხბურთის ათიათასობით მოყვარული კი მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერებთან ზის თავისი რიგის მოლოდინში.
როგორც აღმოჩნდა, ერთკვირიანი პაუზის შემდეგაც ინტერნეტგვერდი არ აღმოჩნდა სრულად გამართული დიდი დატვირთვისთვის.
ფეხბურთის ფედერაცია უკვე სამართალამცველებისგან ითხოვს რეაგირებას.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე