19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 4 წლის ვადით გახდა. არჩევნები საბერძნეთში, ქ. ათენში, ორგანიზაციის ევროპის კომისიის რიგით 66-ე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა. საქართველოს მხარდაჭერა 23-მა ქვეყანამ გამოუცხადა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის მმართველ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ძირითად საკითხებს განიხილავს.

დღის ამბები