ჟურნალისტმა დავით გორგილაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საზოგადოების რეაქცია საკმარისად მძაფრი არ იყო.
"ჩემი აზრით, საზოგადოების რეაქცია არ არის ადეკვატური, რადგან ის უნდა იყოს ძალიან მწვავე და მკაფიო. რაზე ვმსჯელობთ ჩვენ ახლა აქ - 50 ბავშვია იქ, 100 თუ 150, ეს ხომ დაუშვებელია, ჩვენ ხომ ასანთის ღერებს არ ვითვლით ან რაღაც სხვა ნივთებს, ეს ხომ ადამიანების რაოდენობაა.
შეიძლება, ჩვენ ახლა ვფიქრობდეთ იმაზე, ამ გადაცემის ფარგლებში რა ჩავიცვით, რამდენად კარგად გამოვიყურებით და ის ბავშვები, ახლა ოთახში სხედან და ეშინიათ იმის, ვიღაც ხომ არ შემოაღებს კარს და რაღაც ხომ არ მოხდება იქ. ძვლები მიდნება უბრალოდ ამ ყველაფრის წარმოდგენაზე,"-განაცხადა დათო გორგილაძემ.