სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ქართულ ინტერნეტმაღაზიაში biletebi.ge-ში აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება და რა ფორმით გაიყიდება ბილეთები.
როგორც რუსთავი2-თან საუბრის დროს biletebi.ge-ის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა, განაცხადა, ისინი UEFA-ს მითითებებს ელოდებიან.
"ჩვენ საღამოს მივწერეთ წერილი UEFA-ს, სადაც ჩავწერეთ, რომ ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებებით მიმდინარეობს და ერთ დღეში 24 000-დან მხოლოდ 2 000-ზე მეტი ბილეთის გაყიდვა შევძელით. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ UEFA-ში. ველოდებით მათგან წერილს. უცნობია, როდის და რა ფორმით გაიყიდება სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთები," - აცხადებს რუსთავი2-თან საუბრისას biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორი.