დღეს ერთი დოლარის ყიდვას სავალუტო ჯიხურებში 3 ლარად და ხუთ თეთრად შეძლებთ, ზოგან კი შვიდ თეთრად. ბოლო ორი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა.
რამ განაპირობა ეს და შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია, ამაზე ექსპერტები საუბრობენ.
"მკვეთრი გამყარება, ისევე როგორც ლარის მკვეთრი გაუფასურება დროის მცირე მონაკვეთში სწრაფად, არის მოლოდინებითა და ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული. ეს დადებითად ცოტა პანიკურიც არის ხოლმე. არ არის გამორიცხული, რომ კურსი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამის მაკროეკონომიკური საფუძვლები არსებობს,"- აცხადებს ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია კი აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნამ, დამატებით პოზიტიური სიგნალი მისცა ბიზნესს. პოზიტიური მოლოდინები ლარს გამყარების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა მისივე თმით, მნიშვნელოვანია ამას არ მოჰყვეს დამატებით სპეკულაცია, რამაც შესაძლოა შეარყიოს ლარის კურსი.