19 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
რატომ არ უშვებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - შექმნილ პრობლემაზე ამერიკის მოქალაქე საუბრობს

ამერიკული ავიაკომპანიები ამერიკელ და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში არ უშვებენ და ეუბნებიან, რომ საქართველო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა ღია. ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში მედია კონსულტანტმა ეკატერინე გურგენიძემ ისაუბრა, რომელსაც ამერიკიდან საქართველოში გამოფრენის დროს გარკვეული პრობლემები შეექმნა. 

ეკატერინე გურგენიძე ამჟამად ამერიკის მოქალაქეა და საქართველოში წამოსვლის პრობლემა შეექმნა. მისი განმარტებით, ერთ-ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიას საქართველოში არსებულ რეგულაციებთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რაც რეალობას არ შეესაბამება. 

როგორც ეკატერინე გურგენიძემ აღნიშნა, ავიაკომპანიასთან მსგავსი პრობლემის შექმნისთანავე შტატებში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ ინფორმაცია უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორია და საქართველოს საზღვრები გახსნილია, ავიაკომპანიები კი, მათ ხელთ არსებულ ძველ ინფორმაციაზე მიუთითებდნენ. 

საკითხზე "დღის კურიერში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც ისაუბრა. ნათია თურნავას თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევას ქართული მხარე მოიკვლევს, უცხოეთის მოქალაქეებს კი, დღეს მოქმედი რეგულაციების თანახმად, საქართველოში შემოსვლა და მოგზაურობა თავისუფლად შეუძლიათ. 

 

დღის ამბები