გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი "დღის კურიერის" ეთერში ნინოწმინდის პანსიონში შექმნილ ვითარებასა და ქვეყანაში ბავშვთა უფლებების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა უზრუნველყონ ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნა ყველა იმ შემთხევვაში, როდესაც ბავშვებს არ ჰყავთ ბიოლოგიური ოჯახი.
"UNICEF-მა უკვე გააკეთა განცხადება, სადაც ჩვენ ნათელი მოვფინეთ იმას, რომ საუკეთესო ადგილი ბავშვისთვის გახლავთ ოჯახი. ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში. როდესაც ბიოლოგიური ოჯახის ყოლა შეუძლებელია, ალტერნატიული ოჯახი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს უზრუნველყოფილი შვილად აყვანა და ხელისუფლების შესაბამისმა წარმომადგენლებმა უნდა მოამზადონ ოჯახები, რომ მიიღონ ბავშვები შვილად ასაყვანად ან მზრუნველობისთვის. ასევე შემდგომში ჩატარდეს მონიტორინგი, რათა ვიცოდეთ, რომ მზრუნველობაში აყვანილი ბავშვები მთლიანად იღებენ სათანადო ზრუნვას.
ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვები ოჯახში უნდა იყვნენ გადაყვანილები და ინსტიტუციები უნდა გახდნენ გარდამავალი მხარდამჭერი ობიექტები," - განაცხადა ღასან ხალილმა.
გარდა ამისა, UNICEF-ის წამომადგენლის თქმით, ნინოწმინდის პანსიონის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზს და თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან.
ამასთან, ღასან ხალილი ამბობს, რომ რელიგიურმა ლიდერებმაც უნდა იზრუნონ პირველ რიგში ბავშვების უფლებებსა და ოჯახური გარემოს შექმნისთვის.
"ჩვენ გვჭირდება სამინისტროები და უწყებები, რომლებიც პასუხს აგებენ ბავშვისთვის საოჯახო გარემოს შექმნაზე. მათ უნდა მოამზადონ შესაბამისი გეგმა. UNICEF-ის მხარდაჭერა ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნება და ჩვენ მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის უწყებას წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების მონიტორინგის ეფექტურ განხორციელებაში. ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა უფლებების დაცვაში და ამასთან, რელიგიურ ლიდერებს მხარს ვუჭერთ ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის ჭრილში და ვუზრუნველვყოფთ იმას, რომ ბავშვთა უფლებები ყოველთვის იყოს პატივნაცემი. მთელი ეს მხარდამჭერი სისტემა უნდა შეჯერდეს კონსტურქციულ დიალოგთან, რათა არსებობდეს ნათელი ხედვა და გეგმა, როგორ იქნენ ბავშვები უზრუნველყოფილები უფლებით, რომ გააჩნდეთ ოჯახი," - განაცხადა UNICEF-ის წარმომადგენელმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.