19 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რატომ შეექმნა ამერიკის მოქალაქეს საქართველოში გამომგზავრების პრობლემა - ნათია თურნავას თქმით, კონკრეტული შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, რატომ არ უშვებენ გარკვეული საერთაშორისო ავიაკომპანიები საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.  ამერიკიდან საქართველოში წამოსვლისას შექმნილ კონკრეტულ დაბრკოლებაზე "დღის კურიერში" ამერიკის მოქალაქემ, ეკატერინე გურგენიძემ ისაუბრა, რა დროსაც მას საქართველოში გამომგზავრებაზე უარი უთხრეს. 

რატომ შეიძლებოდა შექმნილიყო პრობლემა და რა მექანიზმით ატყობინებს ქართული მხარე უცხოელ პარტნიორებს რეგულაციების ცვლილებებს - შეკითხვებს ნათია თურნავა პასუხობს.

მინისტრის თქმით, ამ კონკრეტული ფაქტის შემდეგ ის აშშ-ში საქართველოს ელჩს დაუკავშირდა და ამჯერად იკვლევენ მიზეზს, თუ რატომ დაფიქსირდა მსგავსი შეფერხება. 

"როგორც ჩანს, ამ პრობლემას არ აქვს მასშტაბური ხასიათი. როგორც კი უწყებათაშორისი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით, ამის შესახებ ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება ყველა საელჩოს და ისინი ამას ავრცელებენ. ეს შეფერხება ჩვენი მიზეზით ნამდვილად არ ყოფილა. ეს შემთხვევა ჩვენთვის ნამდვილად საყურადღებოა,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

დღის ამბები