საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან ყველა პრობლემაზე მოხდება შეთანხმება. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ჩვენთვის ახლა გაჩერებული პროექტები წარმოუდგენელია. მე მინდა გამოვთქვა საფუძვლიანი იმედი, რომ ჩვენ, საბოლოო ჯამში, იქ არსებულ ყველა პრობლემაზე შევთანხმდებით. მთავარია ორი პრინციპი - ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკა და ასევე, იყოს რაც შეიძლება მეტი ინვესტორი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
ნათია თურნავა მზად არის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან კომუნიკაციისთვის.
"მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ კომუნიკაცია. ამისთვის კი მათ ევროკავშირის მედიაციას ვთავაზობთ, რადგან ვფიქრობთ, ეს საკმაოდ სოლიდური და ნდობით აღჭურვილი პროცესია,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.