19 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
გატაცებული 15 წლის გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს - მათი თქმით, ბავშვი სკოლაში მიდიოდა, როდესაც მოიტაცეს

თელავის პოლიციასთან ხმაურია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგონას ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, აისევ კარაიევა სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც იძულებით მოიტაცა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა 20 წლის ბიჭმა.

ოჯახის მტკიცებით, მათი შვილი გამტაცებელს არ იცნობდა და ის იძულებით, მისი ნების წინააღმდეგ გაიტაცეს.

ისინი თელავის პოლიციასთან რჩებიან და არასრულწლოვნის დაუყოვნებლივ პოვნას ითხოვენ.

განსხვავებული ვერსია აქვს გამტაცებელი ბიჭის ოჯახს. ისინი ცოტა ხნის წინ თელავის პოლიციასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ გოგონასა და ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთსაც იცნობდნენ. 

დღის ამბები