მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში "ისეთი არაფერი ხდება და იქ "ბავშვების ხორცით არავინ იკვებება".
"არაფერი ისეთი არ ხდება აქ, ბავშვის ხორცით არავინ იკვებება. 6 ბავშვი ღამის პირველ საათზე წაიყვანეს სოციალურმა მუშაკებმა, როგორც ვიცი. ეს არ არის ჯანსაღი. ჩვენ ყველაფერს ისე გადავწყვეტთ, როგორც ბავშვებისთვის იქნება უკეთესი,"- აცხადებს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.
შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ამ წუთებში რეგულირების სააგენტო, სოციალური მუშაკები, პოლიცია და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმყოფებიან. ცნობილია, რომ საპატრიარქოში შეიქმნა კომისია, რომელმაც პანსიონში არსებული ვითარება უნდა შეისწავლოს.