20 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"UEFA თითს დაგვიქნევს, ისტორიაში შევედით ბილეთების ვერგაყიდვით" - ზვიად სიჭინავა

სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების ინტერნეტის მეშვეობით ვერგაყიდვის გამო შესაძლოა, საქართველომ UEFA-გან შენიშვნა ან სულაც სანქცია მიიღოს. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში საუბრის დროს აცხადებს, რომ პირველად ხდება, როდესაც UEFA ასეთი დონის შეხვედრის ბილეთების სალაროებში გაყიდის. 

"საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. 6 წლის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი. თითის დაქნევა იქნება UEFA-გან. ცუდი რაღაც შეიძლება ამ პრობლემამ გამოიღოს. UEFA -ს ასეთი დონის მატჩის ბილეთები სალაროში არასდროს არ გაუყიდია. ამ ყველაფრის გამო ისტორიაში ნამდვილად შევედით," - აცხადებს ზვიად სიჭინავა. 

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხვალიდან ფედერაცია სუპერთასის ორგანიზების პროცესში ჩართულ ყველა კომპანიას დაუკავშირდება და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოიძიებს. 

"მოხდება ყველა კომპანიის შემოწმება, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. დეტალურად შევისწავლით მათ საქმიანობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი პრობლემები," - აცხადებს ზვიად სიჭინავა. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები