მერიის მიერ განსაზღვრული დოკუემენტის დეტალები გადაცემა არჩევანში გახდა ცნობილი.
დოკუემენტის თანახმად, უკვე განსაზღვრულია, ხელისუფლებისგან ვინ რამდენს მიიღებს.
ეკოდევნილებს მხოლოდ უძრავი ქონების ზარალი აუნაზღაურდებათ. 1-2 სულიანი ოჯახები ამავე უბანში 45 კვადრატული მეტრის ფართის შესაძენად თანხას მიიღებენ; 3-4 სულიანი ოჯახები - 65 კვადრატულის შესაძენ თანხას; 5-6 სულიანი ოჯახები - 90 კვადრატულის შესაძენ თანხას. 7-სულიანი ოჯახებისთვის თანხა 110 კვადრატული მეტრი ფართის შესაძენი ოდენობით გადაეცემათ.
ასევე კომპენსაცია პირველადი მოხმარების გათვალისწინებულია ოჯახზე 5 ათასი ლარი, ხოლო თითო სულზე 250 ლარი.
უკვე დადგენილია ისიც, რომ, თუ რომელიმე ოჯახმა კომპენსაცია კერძო კომპანიისგან ან რომელიმე ორგანიზაციისგან მიიღო, ის სახელმწიფოსგან დახმარებას ვეღარ მიიღებს.