20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ თანხებს არაადეკვატურად მიიჩნევს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე, მერიის მიერ დათვლილ ზარალსა და სტიქიისგან ზარალის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულ თანხებს "არაადეკვატურს" უწოდებს.

ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორც ერთჯერადად თითო სულზე განსაზღვრული 250 ლარი, ასევე ოჯახისთვის გამოყოფილი 5 ათასი ლარი.

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუთვლელი ნაბიჯი. რა დაითვალეს და რა შედის ან ერთჯერადად გასაცემ 250 ლარში ან 5 ათას ლარში,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 
დღის ამბები