19 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
აქცია ასპინძაში - ადგილობრივების თქმით, 100 000-მდე ცხვრის გადარეკვის დროს მათი ნათესები და საძოვრები ნადგურდება

ასპინძის რიონის სოფელ ტოლოშის მოსახლეობამ აქცია გამართა. მათი განცხადებით, 100 000-მდე ცხვრის გადარეკვის დროს მათი ნათესები და საძოვრები ნადგურდება.

გაღებულ ხარჯებსა და მიყენებულ ზარალზე საუბრობენ მწყემსები, რომელიც სამცხე-ჯავახეთს, ძირითადად, კახეთიდან და ქვემო ქართლიდან სტუმრობენ. აქციის მონაწილეებს ასპინძის მერი შეხვდა.

როსტომ მაგრაქველიძის თქმით, მწყემსებმა მათ უნდა წარუდგინონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ მწყემსები წარმოადგენენ დოკუმენტებს, ხოლო ადგილობრივებისგან შეიქმნება 4-5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს პირუტყვის გატარებას ისე, რომ ადგილობრივების ნაკვეთები და საძოვრები არ დაზიანდეს," - განმარტავს მაგრაქველიძე.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახალციხესა და ჯავახეთში მომთაბარე მწყემსების მიერ პირუტყვის და ცხვრის ფარის გადარეკვას აპროტესტებენ.

​2020 წელს, ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციასთან 13 სოფლის მოსახლეობამ იმავე მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართა.

დღის ამბები