ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი მთავრობას დაუზღვეველი მანქანების ზარალის ანაზღაურებასაც სთხოვს.
ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სამართლიანად მოახდინოს ზარალის ანაზღაურება.
"საუბარია დაუზღვეველი მანქანების ანაზღაურებაზე. დიახ, სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს დაუზღვეველი მანქანების თანხაც, რადგან ვერ შევძელით ამ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, კეთილი ვინებოთ და სამართლიან ჭრილში გადავწყვიტოთ საკითხები ყველა დაზარალებულის დახმარებითა და ადეკვატური კომპენსაციების მიცემით," - განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.
ბიზნესმენს მერიასთან პრეტენზიები არა აქვს. თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მისი შეფასებითაც არაადეკვატურია.
თამაზ ელიზბარაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს გაბერილ სიებზე და ამბობს, რომ სიებში არის შეტანილი ისეთი გვარები, რომელთაც სვანიძის ქუჩაზე არასდროს უცხოვრიათ.